"ხმები მომდის, რომ..." - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე
საქართველო ვაქცინის მოლოდინშია, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველო ვაქცინისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.
- არავინ იცის, პირველად რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მოთხოვნა ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან, შემდეგ მან უნდა გაიაროს დამოუკიდებელი ფარმაკოლოგიური ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენებისგან
თავისუფალი ექსპერტთა ჯგუფების კონტროლი, რომელიც რამდენიმე და ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდებისგან იქნება შედგენილი. მათ დეტალურად უნდა შეისწავლონ ვაქცინა, მისი მინუს-პლუსები. ყველა კითხვას მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული პასუხი უნდა გაეცეს.
- რომელიც გაზაფხულზე თუ არა, ზაფხულში მაინც მოაღწევს ჩვენამდე?
- გასათვალისწინებელია ტროლების მუშაობაც ვაქცინით დაჩიპვის შესახებ.
- ეს აბსოლუტური სისულელეა. ეტყობა, ამ კატეგორიას ჩიპი არც უნახავს. ამიტომ მედიამ და სახელმწიფომ თუნდაც ამ მძიმე კატეგორიას ერთობლივად უნდა აუხსნან ძალზე პრიმიტიული რამ - ჩიპი ყველაზე დიდი ზომის შპრიცშიც ვერ გაეტევა, ეს მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ხდება.
გაზაფხულზე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღა დაიწყება. ვირუსი უკვე დასუსტებული იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები, სტრესი, დეპრესია, რომელიც მერე და მერე იჩენს თავს. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიცხოვროთ მომავალ წლამდე, რადგან ამ დროისთვის ბაზარზე უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება გამოსული და ჩვენ უნდა ავირჩიოთ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესწავლილი უსაფრთხო ვაქცინა.
ამ ეტაპზე კი არც ერთი ვაქცინა, მათ შორის არც "ფაიზერი" არ არის შეფასებული 100 პროცენტით უსაფრთხოდ.
- დიახ, მაგრამ ის მაინც საცდელი ნიმუშია და არავინ ამბობს დარწმუნებით, რომ უსაფრთხოა. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 28 თვეა საჭირო.
- რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მსოფლიო ბანკიდან გამომიგზავნა გრაფიკული მონაცემები და გაოცებული იყო, მთელ ევროპაში 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ექიმი საქართველოში დაფიქსირდა. რასაც ვერ ვიტყვი ექთანებზე, რომლებიც უვლიან პაციენტს.
კოვიდეპიდემიამ სექტორული ჩავარდნებიც გამოაჩინა, რომელთაც გამოსწორება სჭირდება. ქვეყანა ყოველწლიურად 2000 ექიმს და 200 ექთანს უშვებს, რაც ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ერთი რამ გამოგვადგა - 17 000 პალატა და 5 000 რეანიმაციული საწოლი გვაქვს, რაც მანკიერი სისტემის გამოხატულებაა, მაგრამ ახლა გამოგვადგა - ამდენი ათასი ინფიცირებულის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. რატომ გვაქვს ამხელა საწოლფონდი, ცალკე სასაუბრო თემაა, მოკლედ განვმარტავ - ფარმაკოლოგიური კომპანიები შეკრული არიან საავადმყოფოებთან. ამას ზედა რგოლი აკონტროლებს. უამრავი შემთხვევაა, როცა პაციენტის მორჩენა ძალზე იაფი მედიკამენტით შეიძლება, მაგრამ ოპერაციაზე უშვებენ. ასე აწყობთ და იმიტომ...
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
