"სტაბილიზაცია, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, ცალსახად შეზღუდვების შედეგია"
პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკიდურესი დატვირთვით მუშაობდა ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან. ამდენად, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც უკიდურესად გადაღლილია ბოლო პერიოდის მოვლენებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაინტერესებულია იმით, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს და ჰქონდეთ, გარკვეულწილად, სტაბილიზაციის და იმ პირობებში მუშაობის გაგრძელების საშუალება, რისი შედეგიც და საშუალებაც ამ შეზღუდვების შედეგად შემთხვევების მცირედი კლების ტენდენციამ მოგვცა. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
