დეკემბერი 09 2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 637 თბილისში, 489 აჭარაში, 823 კი იმერეთში დაფიქსირდა.


დეკემბერი 09 2020

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა,  გამოჯანმრთელდა 3 895 პაციენტი.


დეკემბერი 09 2020

საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 174 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 145 287 გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 126 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 900, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3689.

 

ამასთან, გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი.


დეკემბერი 08 2020

ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის ბუნებრივია, ვერ და არ შევა პარლამენტში, რადგან მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, – ამის შესახებ სამგორის არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.


დეკემბერი 08 2020

არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, არის უბრალოდ ტუტუცი, სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


დეკემბერი 08 2020

სიმპტომის მქონე მოქალაქეებს სახელმწიფოს დაფინანსებით, კორონავირუსზე დიაგნოსტიკისთვისს ჩატარება იმერეთის მასშტაბით შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:


დეკემბერი 08 2020

ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან, რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  


დეკემბერი 08 2020

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.


დეკემბერი 08 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით გუშინ სულ ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენის, ხოლო 5 246 „პისიარ“ ტესტი.


დეკემბერი 08 2020

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს.


გვერდი 997 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.