ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. იქამდე, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი განსაკუთრებულ რეჟიმს ცალკეულ ოლქებსა და ქალაქებში აწესებდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 236 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%.
ალილო ქუთაისში - ქრისტეშობის ღამეს 6 იანვარს 18:00 საათზე ტრადიცია გრძელდება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
43 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ოცნების“ მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას ჰპოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფოსმაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი - ვინ ეკითხება დასავლეთს ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ,- ასე აფასებს პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩო გააკრიტიკა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
