როგორ დასრულდება COVID-19-ის პანდემია? ვირუსი არ გაქრება - ის ენდემური დაავადება გახდება, - ამ სათაურით სამეცნიერო ჟურნალისტის, ლორა სპინის მიერ მომზადებულ სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ქუთაისის N14 საარჩევნო უბანზე "TV მედია ცენტრის" ჟურნალისტს, გიგა გელხვიიძეს სცემეს. ამის შესახებ მან განაცხადა, რომ დაპირისპირება ინციდენტს მოყვა, რა დროსაც კოორდინატორებს ამომრჩეველთა სიები წაართვა.
ხმა მივეცი საქართველოსთვის - ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე არცერთს ხმას არ მივცემ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 815 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 603 კვლევა ანტიგენის ტესტით და 24 212 PCR ტესტით.
მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშილის შიმშილობასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში დილიდან ე.წ. კარუსელის დატრიალების და ფულის დარიგების შემთხვევები გამოვლინდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა შვილებთან ერთად საკუთარი არჩევანი მე-40 საარჩვენო უბანზე გააკეთა.