იანვარი 03 2022

რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას ეხება გერმანული „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ახლა უკვე ნათელი ხდება, თუ რა უნდა პუტინს“ (ავტორი - კონსტანტინე ეგერტი, პოლიმიმომხილველი).


იანვარი 03 2022

ევროკავშირისა და ნატოს ევროპელი წევრების ლიდერებს რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციის გამოხატვისაკენ მოუწოდებს  გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგი“ (FAZ - Frankfurter Allgemeine Zeitung), რომელიც აქვეყნებს რედაქტორის კლაუს-დიტერ ფრანკენბერგერის სტატიას „ნუთუ ისევ აშშ-ის იმედზე უნდა ვიყოთ?“.


იანვარი 03 2022

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის 30 დეკემბერს მომხდარი სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა „ატლანტიურმა საბჭომ“ (Atlantic council) გამოაქვეყნა ოცდაოთხი ავტორიტეტული ექსპერტის ღია წერილი სათაურით „როგორ უნდა ვებრძოლოთ ევროპაში კრემლის მიერ შექმნილ კრიზისს“, რომელშიც ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს მკაცრად გასცეს პასუხი მოსკოვის პრეტენზიულ მოთხოვნებს.


იანვარი 03 2022

საქართველოს საპატრიარქო შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.


იანვარი 03 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად აღნიშნული შტამით ინფიცირების მაჩვენებელი შესაძლოა, ოთხჯერ მეტი იყოს.


იანვარი 03 2022

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო.


იანვარი 03 2022

პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ზუგდიდის საკრებულოს წევრზე, მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს:


იანვარი 03 2022

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, – ამის შესახებ ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში, რომელიც გამოცემა პოლიტიკოში გამოქვეყნდა.


იანვარი 03 2022

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


იანვარი 03 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.


გვერდი 714 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.