ნოემბერი 17 2021

"თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამე მო­უ­ვა, ამა­ზე თა­ვად იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - ეს გან­ცხა­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ა­კე­თა.


ნოემბერი 17 2021

საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს, ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 17 2021

სომხეთის ქმედებებს სიუნიქის რაიონში თურქეთი „ტერორისტულ თავდასხმად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანს არ მიატოვებს, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.


ნოემბერი 17 2021

იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი კადრების გამოქვეყნების შესახებ განაცხადა.


ნოემბერი 17 2021

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 17 2021

11 212 გარდაცვლილი. თერთმეტი ათას ორას თორმეტი. მეშვიდე ადგილზე ვართ მსოფლიოს ორას რაღაცა ქვეყანას შორის კოვიდ სიკვდილიანობით. კოვიდი არა - რეჟიმი კლავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.


ნოემბერი 17 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 707 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 812 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.33%.


ნოემბერი 17 2021

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა - ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


ნოემბერი 16 2021

„ყველასადმი მექნება სათხოვარი, მივცეთ ექიმებს მუშაობის საშუალება. იმ ადამიანებთან, ვინც ახლა შიმშილობს, უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება, რომ გამონახონ ძალა და თავის ჯანმრთელობას საფრთხეს ნუ შეუქმნიან და ვისურვებდი, რომ სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, პოლიტიკურ ინსტიტუციებში, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს“-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


ნოემბერი 16 2021

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად


გვერდი 694 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.