ქუთაისში ტურისტი სცემეს
ქუთაისში ტურისტი სცემეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
დაზარალებული კლინიკა „უნიქალმედში" გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათთან რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცს გარეგნული დაზიანება არ აღენიშნებოდა, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა უარი განაცხადა. ექიმის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როგორც მან კლინიკაში განაცხადა, უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
