განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც მის პირად „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შევაჩეროთ ომის საფრთხე რუსეთთან“ (ავტორი - კატრინ ჰიუველი - ჟურნალ The Nation-ის რედაქტორ-გამომცემელი). მასალაში განხილულია რუსეთ-აშშ-ის დაპირისპირების განმუხტვის გზები, უკრაინის სტატუსი და ა.შ.
ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითესმან“-ში (New Statesman) ქვეყნდება სტატია სათაურით „როგორი იქნება რუსეთის შეტევა უკრაინაზე“ (ავტორი - იდო ბოკი). პუბლიკაციაში რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო სცენარებია განხილული, გაანალიზებულია დაპირისპირებულ მხარეთა განზრახვები, გეგმები და ა.შ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი 3.0825 ლარი ეღირება, ევრო – 3.4980 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1990 ლარი.
ბრიტანულ გაზეთ „გარდიან“-ში (The Guardian) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ახლა რთული დროა“: რატომ გახდა ჯო ბაიდენი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი?“ (ავტორი - ლორენ გამბინო), რომელშიც განხილულია ჯოზეპ ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი წლის შედეგები.
„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა.
ქუთაისის მერიის შპს „პარკინგსერვისის" თანამშრომელი სცემეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარლამიშვილის ქუჩაზე მოხდა.
მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაშია".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.