არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ ფაქტს, რაც კიდევ ერთხელ დაგვატყდა დევნილებს. (გაუსაძლისი მდგომარეობის გამო 52 წლის დევნილმა ზურაბ ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეცნიერებათა დოქტორი, დართმუსის კოლეჯის ასოცირებული მეცნიერ/თანამშრომელი, ტექნოლოგიური კომპანიის “White river technologes “ უფროსი გეოფიზიკოსი, - ირმა შამათავა წერს.
"დევნილი❗️❗️❗️ ანუ იძულებით გადაადგილებულ პირი საკუთარ სამშობლოში. სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა იმ სამოთხის ნებსით მიტოვება, რაც ჩვენ გვქონდა საქართველოს თვალმარგალიტად წოდებული.. იმდენად შემძრა ამ ერთი ადამიანის ტრაგედიამ სამი დღეა ხმას ვერ ვიღებ, გამიახლდა ყველა ტკივილი, წარმოვიდგინე როგორ მოფრინავდა სახურავიდან გაუბედურებული. რას ფიქრობდა , ან თუნდაც როგორ გეგმავდა ამ თავგანწირვას ის ერთი ადამიანი, სხვები (მისი სისხლი და ხორცი) რომ გადაერჩინა მოსალოდნელ ტრაგედიას. ადამიანმა, 23 წლისა ბედმა დევნილობისთვის რომ გაიმეტა და 30 წელი 16 კვადრატულ, ამორტიზირებულ, დამადლებულ, გასაცოდავებულ კუნჭულში ტრაგედიით რომ დაასრულა სიცოცხლე. ვინ იცის, რომ არა აფხაზეთის ომი, სად, როგორ ფუფუნებაში იქნებოდა იმ მიწიერ სამოთხეში?! იქნებ რა აუხდენელი ოცნებები დარჩა განსახორციელებლად სულ ერთ წამში რომ დაუსვა წერტილი!
დიახ, ზურაბმა გააზრებულად თავად დაუსვა წერტილი საკუთარ სიცოცხლეს❗️❗️❗️ მან სიცოცხლე სასიკვდილოდ განწირულ ოჯახებს ზვარაკად უბოძა!
ალბათ, რთულია გაიგო რას ნიშნავს დევნილობა, თუ ეს თავად არ გამოგიცდია. ვერც კი ითავისებს ადამიანი რას ნიშნავს გენატრებოდეს შენი კუთხე, ეზო , სკოლა, შენი ზღვის შფოთვა, რომელიც სხვას არ ჰგავს, მაგნოლიებისა და ევკალიპტების სურნელში არეული ციტრუსების მწარე გემო, კოკისპირული გაუთავებელი წვიმები გაზაფხულზე. ბობოქარი და აზვირთებული შავი ტალღები, რომლის მსგავსი არსად შემხვედრია. რთულია გენატრებოდეს იქაური კენჭიც კი...
მიმაჩნია, რომ დღეს დევნილობის სტატუსი დიდი პასუხისმგებლობაა. რა დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს კუთხეს და იქ ჩვენი წილ აგურს დავდებთ მომავლისთვის.
ვაკვირდები აღშფოთებული ადამიანების სტატუსებს, რომლებიც კითხულობენ რა გახდა ასეთი გაუთავებელი ეს დევნილობა? ან რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ? ??
მინდა განგიმარტოთ, დევნილობის დასასრული ჩვენი სახლებში დაბრუნებაა მხოლოდ … დევნილობა ასე გადავა მამიდან შვილზე, შვილიშვილზე, შვილთაშვილზე და ა.შ ….ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ფრაზების გააზრებაც კი და აგიხსნით რატომაც…
აფხაზეთს ჭუბერის უღელტეხილით დავაღწიე თავი. დევნილობაში 5 ურთულესი წელი გავატარე… თბილისში გაჩნდა ჩემი თორნიკე, მერე იყო ემიგრაცია და მომდევნო ორი შვილი უკვე ამერიკაში დაიბადა.
დიახ, სამივენი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ სამივეს დევნილობის სტატუსი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილებს არ სჭირდებათ არანაირი შეღავათები სახელმწიფოსგან მათ აქვთ და ექნებათ ეს სტატუსი! სამივემ იცის, რომ დევნილობა დიდი პასუხისმგებლობაა და რა დროც არ უნდა გავიდეს , ისინი თავიანთ კუთხეს უნდა დაუბრუნდნენ. ღმერთი მომასწრებს და თუ საჭირო იქნება ჩემს შვილიშვილებსაც სწორედ ამ სტატუსს მივანიჭებ და იმავეს დავავალებ, სანამ ჩემი აფხაზეთი მის მკვიდრებს არ დაიბრუნებს…. ასე რომ ჩემო მეგობრებო, სანამ საქართველო არ გაერთიანდება მოგვიწევს დევნილების კიდევ დიდ ხანს ატანა…გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავიცვათ მათი ინტერესები… მიყვარხართ,"- წერს ირმა შამათავა.
მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწის ფართობი გადაეცა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის მსუბუქი ვარიანტია და მან ვირუსის საფრთხე აღმოფხვრა.
19 იანვარს ქუთაისში თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს. ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 605 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყურადღებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი 3.0840 ლარი ეღირება, ევრო – 3.5130 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1992 ლარი.
შვეიცარიის გაზეთი „ბერნერ ობერლენდერში“ (Berner Oberländer) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინი საქართველოზეც ზეწოლას ახდენს: შეჩერდება თუ არა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება?“ (ავტორი - ფრენკ ნიენჰეიზენი). აღსანიშნავია, რომ იგივე სტატია დაიბეჭდა აგრეთვე გაზეთ Der Bund-შიც.