August 19, 2025

იანვარი 25 2022

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0720 ლარი გახდა.


იანვარი 25 2022

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ვერ ამჩნევს.


იანვარი 25 2022

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები თვალის არეში აქვს. როგორც ის აღნიშნავს, მისი შვილი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი, რათა მისთვის მიყენებული დაზიანებები შეფასდეს.


იანვარი 25 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%.


იანვარი 25 2022

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


იანვარი 24 2022

2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.


იანვარი 24 2022

ნატო-ს მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე გამანადგურებლებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, როცა უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ხორციელდება, - ამის შესახებ ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.


იანვარი 24 2022

უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.


იანვარი 24 2022

აუცილებელია, უახლოეს პერიოდში უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით, კიევში ერთობლივი ვიზიტი განვახორციელოთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


იანვარი 24 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 082 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 550 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%.


გვერდი 645 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.