"ყველა რუსმა ფაშისტმა იცის, რომ სიკვდილი ელის გამწარებული უკრაინელი მებრძოლების ხელიდან!"
დიახ, მარიუპოლი ისევ და ისევ სასწაულებრივად დგას! ჩალპნენ ადგილზე რუსი ფაშისტები! ახლა დამატებითი ძალების გადასროლას გეგმავენ, რომ ახალი ძალით შეუტიონ ამ გმირ ქალაქს! ჩვენებიც მიიწევენ ბრძოლებით, - წერს სოციალურ ქსელში ბუკა პეტრიაშვილი.
"ბრიტანეთის დაზვერვის რუკის მიხედვით ყოველ დღე უახლოვდებიან მარიუპოლს და ვოლნოვაჰას! მარიუპოლი არ დაეცემა!
სამაგიეროდ გუშინ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სუმის ოლქიც მთლიანად გათავისუფლდა ფაშისტებისგან!
ბელარუსთან საზღვრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე აღადგინეს კონტროლი ჩვენებმა!
პუტინს კი ეჩქარება 9 მაისისთვის დონბასში წარმატების მიღწევა. შორეული აღმოსავლეთიდან დაიწყეს ბატალიონების გადმოსროლა, მაგრამ.... რა განსხვავებაა მათსა და იმ ნაწილებს შორის, რომლებიც შეაკვდნენ უკრაინის თავდაცვას? არავითარი! პუტინის ურდო ჩამოშლილი და დემორალიზებულია! ასეულებით ბარდებიან, გარბიან, ტირიან და კვდებიან მოპარული სარეცხი მანქანით ხელში! ყველა რუსმა ფაშისტმა იცის რომ სიკვდილი ელის გამწარებული და უძლიერესი უკრაინელი მებრძოლების ხელიდან!
ბუჩასთვის, ირპენისთვის და კიდევ უამრავი მხეცური სამხედრო დანაშაულისთვის უკრაინელები ყველას აზღვევინებენ პასუხს! ყველას პოულობენ უკვე! სახელობითად!
დღეს პრეზიდენტი ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს და დეტალებში გააცნობს პუტინის ურდოს მიერ ჩადენილ სისასტიკეებს!
ევროპელებმა დაიწყეს ურდოს "საელჩოებიდან" "დიპლომატების" შტაბელებით გაყრა!
ხვალ განიხილება ახალი სანქციები, რომელიც შეეხება ნავთობის და გაზის იმპორტს და ურდოს გემებისთვის ევროკავშირის პორტების ჩაკეტვას!
რჩებიან კიდევ მატერიალისტები ევროპაში, მაგრამ ბუჩას მერე სულ უფრო უჭირთ რუსის სისხლიანი ხელის ჩამორთმევა და მასთან საქმის კეთება!
ბრიტანული ხომალდსაწინააღმდეგო "ჰარპუნი" უკვე ოდესაშია! უჰ, რამდენი #რუსკივაენიკარაბლიდინახუი იქნება!
ბრიტანელები, ამერიკელები, პოლონელები და ბალტიელები იქნებიან, ვინც გამოუტანს განაჩენს სამართლებრივად პუტინს! საგამოძიებო ჯგუფები უკვე გზაში არიან და დადებენ მის ბრალეულობას სამართლებრივად! დიდი დღე არ უწერია არც მას და არც მის კრიმინალურ "შაიკას"!
აშშ ს ახალი შეიარაღებაც შედის ყოველ დღე უკრაინაში!
იწვის და იწვის ურდოს ტანკები, ჯავშანმანქანები და არტილერიული სისტემები!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
