უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით ტიპის შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რიგაში, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კეკელიძეს უთხრა, კარგად მუშაობ, მაგრამ 11 წელი ბევრია და განახლების დროაო და ეს არაფრისმაქნისები რომ 12 წელი არიან ხელისუფლებაში, კიდევ უნდა იყვნენ?! - კეკელიძის მსგავს ადამიანებს „სუპერ პაკში“ ვისურვებდი, ასეთი ადამიანებია საჭირო პოლიტიკაში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის.
პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის ელჩთან დღეს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცოტა აკლიათ ამათ, მართლა გეუბნებით, მუდმივად დასავლელ პარტნიორებს იბარებენ ყურის ასაწევად, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო საქართველოში დანიის ელჩის უწყებაში დაბარების ფაქტს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6826 ლარი ეღირება, ევრო – 2.9415 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4182 ლარი.
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
