ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა.
იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებსა და მედიის წარმომადგენლებს WISE-WASTE პროექტს აცნობს.
პროექტის „თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ურბანულ, სასოფლო და სანაპირო ზონებში ნარჩენების მართვის სმარტ მიდგომების დანერგვისა და დაბინძურების შემცირების მიზნით - WISE-WASTE“ სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მიერ Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების და ნარჩენების მართვის საკითხებში.
პრესკონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია WISE-WASTE პროექტის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მოსალოდნელი შედეგებისა და იმ გავლენის შესახებ, რომელიც პროექტს ექნება შავი ზღვის აუზის ურბანულ, სასოფლო და სანაპირო ზონებში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუციებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევისა და ნარჩენების მდგრადი მართვის მიდგომების ხელშეწყობის პროცესში. მონაწილეებს ასევე გააცნეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საპილოტე აქტივობები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, საკომუნიკაციო ღონისძიებები და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მექანიზმები.
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქუთაისის გამოცდილებაზე პლასტიკის გადამუშავებისა და მწვანე ნარჩენების კომპოსტირების მიმართულებით, რომელიც ჩამოყალიბდა და განვითარდა 2014 წლიდან შავი ზღვის აუზის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად. აღინიშნა, რომ აღნიშნული გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს WISE-WASTE პროექტის ფარგლებში ინოვაციური და ჭკვიანი ნარჩენების მართვის გადაწყვეტილებების დანერგვისათვის.
WISE-WASTE პროექტის შესახებ
WISE-WASTE პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებასა და გარემოს დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის რეგიონში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ინოვაციებისა და საზოგადოების ჩართულობის გზით.
პროექტი ხელს უწყობს ნარჩენების ჭკვიანი და მდგრადი მართვის გადაწყვეტილებების დანერგვას ურბანულ, სასოფლო და სანაპირო ტერიტორიებზე, ასევე აძლიერებს თანამშრომლობას ინსტიტუციებს, ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ თემებს შორის.

პროექტის შემსრულებლები
წამყვანი პარტნიორი
- ქირკლარელის სპეციალური პროვინციული ადმინისტრაცია (თურქეთი)
პროექტის პარტნიორები
- ქირკლარელის მუნიციპალიტეტი (თურქეთი)
- ANTIGONE (საბერძნეთი)
- ნესებარის მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი)
- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო)
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
