პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, სეპარატისტთა პარლამენტის მიერ ბოლშევიკური მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება და საქართველოს ანექსიის დასაწყისი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
„ნაციონალებმა“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და კანონი 2008 წლის სექტემბერში მიიღეს, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ქუთაისში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდნენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 7384 ბავშვი საახალწლო ნობათს მიიღებს.
მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგის საშუალებით მიმართა.
2024 წლის აპრილიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი ავტობუსი მოემსახურება.
