საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6879 ლარი ეღირება, ევრო – 2.9427 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4198 ლარი.
თბილისში, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
საქართველოდან შედის აკრძალული საქონელი რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის აქსიომა და ამას სტატისტიკაც ადასტურებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა- მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის – სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული. ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტს დაესწრნენ.
"არ გამოვრიცხავ მინისტრთა კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ" - თინა ბოკუჩავა
წესდებაში ცვლილება შესაძლოა, იყოს ივანიშვილის მცდელობა, არაფორმალური მმართველობის მექანიზმების ფორმალიზება მოახდინოს - არ გამოვრიცხავ კაბინეტის სხვადასხვა ფიგურებით მორიგი ჟონგლიორობა ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.
გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?! მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა! - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
მგონი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოფხიზლდეს, კარი გაუღოს ყველას და ვინც „ნაცმოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განდევნილია, უკან დააბრუნოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
