"ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერის პოსტი ფორმალური თანამდებობაა" - იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორმალური თანამდებობაა, რეალური თანამდებობა კი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე.
„ზოგადად, საქართველოს მთავრობაში პრემიერ-მინისტრების გადადგომას დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. წინა პრემიერი რომ გადადგა, ერთი მინისტრიც არ გადამდგარა, ახლა ღარიბაშვილს ერთი მაინც გაჰყვა. ანუ, ეს ცოტა უფრო უფლებიანი პრემიერ-მინისტრი ყოფილა, თავდაცვის მინისტრი გააყოლეს. „ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორმალური თანამდებობაა და რეალური თანამდებობაა პარტიის საპატიო თავმჯდომარე. როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეიცვლება, მაშინ შეგვიძლია, არსებით ცვლილებებზე ვიფიქროთ. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხვა წევრების შეცვლა არ გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პრემიერ-მინისტრების გადასაწყვეტი არ ყოფილა, რომელი მინისტრი დარჩება და წავა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ხვიჩიას თქმით, წარმოუდგენელია მისი ნატო-ში დანიშვნა.
„მასზეა ნათქვამი – შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ეს ამბავი დაახლოებით ამას მახსენებს. წარმოუდგენელი მგონია, ერთ-ერთი ოდიოზური მინისტრი ნატო-ში დანიშნონ. იმედია, საქმეს არ გააფუჭებს, არ ვიცი, მასზე რა იმედები აქვთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მერვე ყრილობა გამართა. ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ასევე, მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. ყრილობის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება. მისივე განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას და მას ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიიღო შეთავაზება ნატო-ში ელჩის თანამდებობაზე და სავარაუდოდ, ამ შეთავაზებას დათანხმდება.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა