გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს, უჭირს ძალიან ბევრგან, ეს იქნება ქვის კონსერვაცია, გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ,- ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სომხეთმა გამოთქვა მზადყოფნა, თუნდაც დღესვე უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით, მარგარასა და კორნიძორის გავლით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ კონფერენციაზე „მსოფლიოს გზაჯვარედინი: რეგიონული კომუნიკაციების განვითარება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შსს საგზაო დარღვევებზე ჯარიმებს ზრდის.
საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ასევე, დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ „სამოქალაქო ტყვეების“ სიაში შეიყვანონ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7091, ევრო – 3.1461, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5633 ლარი ეღირება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
