ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
კარგი იქნებოდა, დღეს მაინც მოგვესმინა ბრიუსელის მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია საქართველოში რადიკალურ ჯგუფებზე, ხელისუფლების დამხობაზე, რომლის უკანაც, არცთუ უარგუმენტოდ, ძაფები მიდის თავად ბრიუსელთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც უკრაინისა და მოლდოვის შესახებაც არის საუბარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7109, ევრო – 3.1197, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5448 ლარი ეღირება.
7, 8 და 9 ნოემბერს 20:00 საათზე ქუთაისში, ახალი სახელოვნებო სივრცე, თეატრი „ლიანდაგი“ პირველ პრემიერას უმასპინძლებს. „ბერსერკები: ფილოკტეტე“ 80-90-იანი წლების გერმანიის და ზოგადად, ევროპის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით იდგმება (ქართული თარგმანი: გიორგი ჯამბურია, გამომცემლობა „პეგასი“ 2022 წ.).
თურქეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ მეტი რაოდენობით არარუსული ნავთობის შესყიდვა დაიწყეს.
მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიგერიის ხელისუფლება კვლავ თუ დაუშვებს ქვეყანაში ქრისტიანების მკვლელობის გაგრძელებას, აშშ, შესაძლოა, ნიგერიაში შეიჭრას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად გოგა მემანიშვილი დაინიშნა.
დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს.
