"თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე"
თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება - ამის შესახებ მან მედიასთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კითხვაზე, არის თუ არა თავად პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ვერ იქნება.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები, რომლებმაც დანაშაული უნდა გამოავლინონ, პრევენციული ღონისძიებები ჩაატარონ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
