February 4, 2026

ნოემბერი 18 2025

მინდა, ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად. თავის დროზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარმადგინეს ნობელის პრემიაზე. ახლა ჩემი დროა, ეს ღირსეული ქართველი წარვადგინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.


ნოემბერი 18 2025

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.


ნოემბერი 18 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 ნოემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7078, ევრო – 3.1367, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5599 ლარი ეღირება.


ნოემბერი 18 2025

პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა, - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.


ნოემბერი 18 2025

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ხუთი საკითხი დაამტკიცეს.


ნოემბერი 17 2025

ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება პიროვნებებს არ უკავშირდება - ეს არის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი! სისტემიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების მიღება გარედან იყო თავსმოხვეული, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.


ნოემბერი 17 2025

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ ემიგრანტებს ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს.


ნოემბერი 17 2025

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.


ნოემბერი 17 2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


ნოემბერი 17 2025

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


გვერდი 23 სულ 1364
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.