მე ვმუშაობდი დღე და ღამე, ბევრი მანიაკს მეძახდა, „კოკაინზე“ ზისო მივრცელებდნენ, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ, თუ საიდან მოდიოდა ამდენი ენერგია - ახლა საქართველო სრულად საწინააღმდეგოა იმის, რაც 2012 წლამდე იყო. ჩვენ ყველგან მოვყავართ, როგორც წარუმატებლობის, ჩამორჩენილობის, არნახული რეგრესის მაგალითი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც „ვარდების რევოლუციიდან“ 22 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.
თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. გვახსოვდეს და მადლიერებით ვაფასებდეთ იმას, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მათზე ზეწოლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპა ისტორიულ გარდამტეხ მომენტამდე მიიყვანა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია - ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენს თავს ეს დამართნოდა, რომ არჩევანი არ გვქონოდა და 2 ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებით მშვიდობიან მომავალს უსურვებს.
ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც ჩანს, თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ბოლო რამდენიმე წელია, ავოკადო ერთ-ერთი მოთხოვნადი და ამავდროულად, ძვირად ღირებული ხილია, რომელსაც ჯანსაღი კვების მოყვარულები საკმაოდ დიდ რეკომენდაციას უწევენ. ხშირად ხდება, როდესაც ეს პროდუქტი ვიზუალურად გვატყუებს და შიგთავსი გაფუჭებული გვხვდება.
„თუ გსურთ გაიგოთ, ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე, შეხედეთ მოსკოველი ძალოვანი ელიტის მაჯებს“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილ სტატიას, რომლის ავტორი - ანალიტიკოსი ჰემიშ ბრეტონ-გორდონი წერს: „რუსეთის ლიდერობის მომავალი პრეტენდენტები შეიძლება, დაინტერესებულნი იყვნენ არა პუტინივით ეგზისტენციალური გეოპოლიტიკური ჯვაროსნული ლაშქრობებით, არამედ - დასავლური განცხრომით და ტკბილი ცხოვრებით“.
ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით - ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე აცხადებს.
