"კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს" - The Times
კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ The Times-ი აქვეყნებს სტატიას.
როგორც გამოცემა წერს, მოსკოვში ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, გაიხარონ დონალდ ტრამპით თუ შეშფოთდნენ მისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო.
The Times-ის სტატიის მიხედვით, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებებმა მკაფიო შედეგები ჯერ არ გამოიღო, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის ქვეშაა.
გამოცემა წერს, რომ გავრცელებულია აზრი, რომლის მიხედვითაც, კრემლისთვის ტრამპი არის როგორც პოტენციური მოკავშირე, ასევე გამოწვევა.
„ერთი მხრივ, ის მზადაა, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა მოსკოვი დათმობებზე წავიდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მისი არაპროგნოზირებადი და ხშირად ეგოისტური პოლიტიკა რისკებს ქმნის. რუსეთის მიმართ დათმობებს თან ახლავს კრემლის მოკავშირეებზე მკაცრი ზეწოლა: სანქციებიდან დაწყებული, ვენესუელასა და ირანში ჩარევებით დამთავრებული“, – ნათქვამია სტატიაში.
მედიის ცნობით, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათიის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის აკვიატება ნავთობის ფასების დაწევისადმი, კრემლისთვის საზიანოა. The Times-ი წერს, რომ კრემლის შესაძლებლობა, დააფინანსოს უკრაინასთან ომი, დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე. ეს შემოსავლები ბოლო დროს მცირდება არა მხოლოდ სანქციების, არამედ გლობალურ ნახშირწყალბადებზე ფასების ზოგადი კლების გამო.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
