არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება - მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგში სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და აგრესორისგან თავის დაღწევის გზებზე ისაუბრა, ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომიც გაიხსენა.
თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრისას.
„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
საშუალება გვაქვს სწორედ ამ არჩევნების გზით, ჩვენს ადგილს დავუბრუნდეთ და 2025 წლის ივნისში გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები, ის გზა გავაგრძელოთ, რომელიც დროებით გაგვიჩერეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება?" - იაგო ხვიჩია
ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება? ბევრი კითხვა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რითაც კომიტეტებზე გავერთობით , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იგო ხვიჩიამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
2024 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 64%-ს აღწევს, რაც “ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია - დასავლური კურსის ცვლილება და რუსეთისკენ სვლა დასავლელი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის საგანგაშო სიგნალია , - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში და ბაღდათის სოფელ პირველ ობჩაში ჩავიდნენ, სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.