დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოველ კოლეგა, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ალბათ ყველა წყვილს ინდივიდუალური სასიყვარულო და ქორწინების ისტორია აქვს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებს არ განუხილავთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს სერიოზული წინადადებები არ იყო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მშვიდობის გლობალური სამიტის დროს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან - ერთად და სამუდამოდ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა.
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია, ჩვენთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროევროპული ძალების გაერთიანებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8688 ლარი ეღირება, ევრო – 3.0682 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6471 ლარი.