უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში უკრიანის წევრობის დასაწყისი დღეიდან აითვლება, – ამის შესახებ მან ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების კომენტირებისას სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8357 ლარი ეღირება, ევრო – 3.0410 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5985 ლარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცესკო-ს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებას ეხმაურება. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.
ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა.
ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია - მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალუბლის სეზონზე არაერთი გემრიელი დესერტისა და სასმლის მომზადება შეგვიძლია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 - ხარკოვის ოლქში.
შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც... მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე... ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა დაემკვიდროს ჩვენში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.