"საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური"
მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საგარეო უწყებისა და ელჩების ნაბიჯებმა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ახალი სურათი შექმნა.
"მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება და პროტესტი გამოხატა ამ მიმართულებით, გადადგა რამდენიმე ელჩი მნიშვნელოვან ქვეყნებში და ეს ყველაფერი ქმნის ახალ სურათს ჩვენი საგარეო უწყების, რომელიც არა თუ საბოტაჟი და არა თუ დისკრედიტაციაა და მე მაქვს ყოველდღიურად საუბრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, ეს უბრუნებს ჩვენს საგარეო დიპლომატიურ ტონს, უბრუნებს კორპუსს, უბრუნებს ნდობას ჩვენი პარტნიორებისგან იმიტომ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, ელჩები და საელჩოები მუშაობდნენ პრემიერის განცხადების მერე, ვითომც არაფერი მომხდარა და ის, რომ არის ესოდენ დიდი რეაქცია საგარეოში, არის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური, რისთვისაც უნდა ვიყოთ მადლობელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
