რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 210 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში, რომელიც თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალებს ეყრდნობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7984 ლარი ეღირება, ევრო – 3.0416 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5744 ლარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც ეხება ინტიმური სცენების შეზღუდვას, არ ვრცელდება თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურაზე.
გერმანია არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდნენ.
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ეგრეთ წოდებული „შუა დერეფნის“, ევროპის ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტის საყრდენი, საქართველო პუტინისთვის ღირებული ჯილდოა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის სტატიაში, რომელიც „პროჯექთ სინდიკატში“ გამოქვეყნდა.