„აი, რამხელა ძალა აქვს თქვენს სწორ და მკაფიო პროტესტს სპორტსმენებო, რამხელა ძალა აქვს საჯარო მოხელეების გადადგომას, პროტესტს, ბიზნესის სწორ რეაქციებს!"
„ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში და ეს იცით რისი დამსახურებაა? საჯარო მხარდაჭერების“, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ჟურნალისტის თქმით, დიდი ძალა აქვს სპორტსმენების მკაფიო პროტესტს, საჯარო მოხელეების გადადგომას, ისევე როგორც ბიზნესის სწორ რეაქციებს:
„ყველა ამბობს რომ გუშინ აღარ იყო ისეთი სისასტიკე, როგორც წინა დღეებში და ეს იცით რისი დამსახურებაა? საჯარო მხარდაჭერების. აი, რამხელა ძალა აქვს თქვენს სწორ და მკაფიო პროტესტს სპორტსმენებო. რამხელა ძალა აქვს საჯარო მოხელეების გადადგომას, პროტესტს, განცხადებებს. ბიზნესის სწორ რეაქციებს! მათ ეგონათ რომ გიყიდათ! ჩვენ დავინახეთ რომ არა!
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საქართველო აირჩიეთ და იცოდეთ, თქვენი ამაღლებული ხმით, თქვენხელა ახალგაზრდები გუშინ დაიცავით სასტიკი თავდასხმებისგან!
იცოდეთ , თქვენი სიტყვა ფარია, რომელიც აქ, ბრძოლაში მყოფ ქართველებს იცავს!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
