არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.
რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! - სამარცხვინოა ეს საქციელი, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ ფარგლებში, საარჩევნო დარღვევებს „ქართულ ოცნებას“ არ „გაუტარებენ“.
“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ოცნების” მიერ ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
“რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. მნიშვნელოვანი, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მას კამალა ჰარისთან დებატები სურს. „მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
28 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან. თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.