"2024 წელს საქართველომ რიგი ახალი რეპრესიული კანონებით ადამიანის უფლებების მხრივ უკან დიდი ნაბიჯები გადადგა" - Human Rights Watch
[საქართველოს] მთავრობა დაუღალავად მიათრევს ქვეყანას რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც გაუკვალავია საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან კარგადაა ნაცნობი ავტორიტარულ სახელმწიფოებში. თუმცა არასდროს არ არის ძალიან გვიანი კურსის შესაბრუნებლად, რეპრესიული კანონების გასაუქმებლად, შეკრების თავისუფლების დასაშვებად, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად, და პოლიციის ანგარიშვალდებულებისთვის, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
Human Rights Watch -ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მიატოვა.
ამასთან, აღინიშნება, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არჩევნები ხნების მასობრივი გაყალბებით გამოირჩეოდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავად გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელიც ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას სახელმწიფოს მიზნად ასახელებს.
"2024 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა უკან რიგი ახალი რეპრესიული კანონებით, რომლებიც ძირს უთხრიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ნოემბერში მმართველმა პარტიამ 2028 წლის ბოლომდე შეახერა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნისთვის ძალისხმევები, რამაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტები გამოიწვია," - ნათქვამია ანგარიშში.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
