ოპოზიცია ყველა ერთად არ გაერთიანდებოდა და იმედი მაქვს, რომ ეს არც მოხდება. გასაგებია, ამოცანა გვაქვს, რომ უნდა მოხდეს სახელისუფლებო ცვლილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ. ბოლშევიზმი ყველგან ცუდია. განსხვავებული აზრი არსად რომ არ დარჩეს, ფუნდამენტურად არასწორი მგონია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო იდეას" დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა FirstNews.ge-თან საუბარში განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა - სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ.
პარლამენტმა, 6 წლის ვადით, გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გაბიტაშვილი პარლამენტმა 80- ხმით აირჩია.
დღეს, საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწირვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა.
ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა.
ჩვენმა თანამოქალაქეებმა ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და დაიცვან საქართველოს ნათელი მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.