პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი "მონებო", "რუსებს" სკანდირებენ.
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
„ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა. ამიერიდან დღე-ღამეში ელექტროენერგია გამოირთვება 6 საათის განმავლობაში – ოთხი საათით დღის განმავლობაში, ორით კი – ღამით.
„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის აფეთქებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთში ახალი ვირუსის, HMPV შემთხვევები დაფიქსირდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა.
გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.
