აგვისტო 01 2024

საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მიმართავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.


აგვისტო 01 2024

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაარსების დღიდან, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ქვაკუთხედია. ის დაუღალავად იცავს ჩვენს ქვეყანას შიდა და გარე საფრთხეებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


აგვისტო 01 2024

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი - ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.


აგვისტო 01 2024

გვაწუხებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა - ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ეჩლმა რობინ დანიგანმა განაცხადა.


აგვისტო 01 2024

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.


ივლისი 31 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 33-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი რვა საკითხი დაამტკიცა. სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


ივლისი 31 2024

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ივლისი 31 2024

მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.


ივლისი 31 2024

ვულოცავ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ლაშა ბექაურს საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.


ივლისი 31 2024

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, საქართველოს თითოეული მოქალაქის არჩევანის დასაცავად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს,– განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების დაცვასთან დაკავშირებით.


გვერდი 119 სულ 1328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.