ივლისი 30 2024

მსოფლიოს საპატრიარქო პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


ივლისი 30 2024
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7214 ლარი ეღირება, ევრო – 2.9481 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4992 ლარი.

ივლისი 30 2024

ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

"მოკლედ, რა გავაკეთეთ ჩვენს ქალაქში ამ დროში:


პირველ რიგში, ქუთაისი ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა იუნესკოს და ისევ გახდა მსოფლიოს უდიდესი კულტურული პლატფორმის წევრი ქალაქი, ლიტერატურის კუთხით, რაც უმნიშვნელოვანესია ქუთაისის საერთაშორისო პოზიციონირებისათვის და ბევრ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქალაქს, მათ შორის 2025 წელს დაარსოს და უმასპინძლოს პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს.


ქუთაისს აქვს სრულად განახლებული ფალიაშვილი ქუჩა, ახალი ოლიმპიური საცურაო აუზი და საფეხბურთო აკადემია, აღდგენილი "ოქროს ჩარდახი", ცენტრალური შადრევანი, შენგელია არენა, ასსაფეხურიანი კიბე, აღმაშენებლის ხეივანი, გამსახურდიას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, ჭეიშვილის ქუჩა, მაჩაბლის, სააკაძის, ბუკიას, ხორავას, მანდარიას, შანიძის და კუპრაძის ქუჩები, პირველად ქუთაისში ხელოვნური საცოცი კედელი და ჯომარდობის ბაზები, რეაბილიტირებული ნიჩბოსნობის სკოლა, 17-ე სპორტული სკოლის ძიუდოს დარბაზი, საჭადრაკო სკოლა "მაია", ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, თავისუფალი ჭიდაობის ახალი დარბაზი ხარებავას ქუჩაზე, ბალახის ჰოკეის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, „დათიკოს“ სკვერი მუხნარში და ბაღი ნინოშვილის ქუჩაზე, ათობით სკვერი, უსაფრთხოების კუნძული, ბინების ფასადი.


მიმდინარეობს ოპერისა და ბალეტის თეატრის, ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა აღმაშენებლის მოედანზე, 17-ე სპორტული სკოლის კრივის დარბაზების და ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია, ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის მშენებლობა ნუცუბიძის ქუჩაზე, ხეივანი ავტომშენებლის და ოცხელის ქუჩებზე. წელს დაიწყება ანჯაფარიძის სკვერში მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის განხორციელება. ასევე შეძენილია სპორტის სასახლის, გ.ტაბიძის ქუჩის ფასადების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის პროექტები.


პირველად საქართველოში, ქუთაისში მომზადდა სპორტის განვითარების კონცეფცია, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიები. ვუმასპინძლეთ 3 საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 30-მდე საერთასორისო ორგანიზაციის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.


ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 21 წლამდე ასაკის გუნდებს შორის, ევროპის ჩელენჯ-კაპს ბალახის ჯოკეიში, დავაარსეთ ღია პირველობა კალათბურთში "ქუთაისის თასი" და ალეკო ბოყოჩაძის სახელობის ტურნირი ხელბურთში, პირველად ბიუჯეტში გამოიყო თანხა სპორტული ინიციატივების მხარდაჭერისათვის და ქალთა რაგბის ხელშეწყობისათვის. ქუთაისის „აია“ და „ქუთაისი 2010“ 2024 წელს გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, „ტორპედო“ კი საქართველოს თასის გამარჯვებული.


დავაფუძნეთ ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, მოხალისეთა მხარდაჭერის პროგრამა, ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი -„როკაია“, ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონკურსი, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება, სტუდენტური დასაქმების ფორუმი, ოქროსმედალოსნების, ეროვნულ გამოცდებზე 100% დაფინანსების მქონე პირველკურსელებისათვის ფინანსური დაჯილდოების და მერის სტიპენდიანტების პროგრამა, საჯარო სკოლების თვითმმართველობების პროექტების დაფინანსების პროგრამა.


პირველად, ქვეყნის მასშტაბით, განვახორციელეთ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების აბიტიურიენტებისათვის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა ეროვნული გამოცდებისათვის, ქუთაისელი მოსწავლეებისა და სტუდენტების საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის დაფინანსების პროგრამა, და მთავარი, უფასო მგზავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის და 50% -იანი შეღავათი სტუდენტებისთვის; თითქმის გაორმაგდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი, დავაფინანსეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტების მომზადების პროგრამა.


მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიისთვის შევიძინეთ 10 ახალი მიკროავტობუსი, მოვაწყვეთ საინფორმაციო ტაბლოების 100-ზე მეტ მოსაცდელში, წლის ბოლომდე კომპანიის შენობა აღიჭურვება სოლარ-პანელებით და 100% იქნება უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი ელ.ენერგიის წყაროთი. შევქმენით და ავღჭურვეთ მუნიციპალური ინსპექცია-ზედამხედველობის თანამედროვე სტრუქტურა.


დავაარსეთ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღვადგინეთ ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი, "ქარავან არტ ფორუმი ". პირველად ქუთაისში, განვახორციელეთ "მიურალ ფესტი", რომლის ფარგლებშიც მოხატული კედლებს მსოფლიო აღიარება მოჰყვა, ქუთაისში. ქვედა წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში ბინა დაიდო „გაბრიაძის წყარომ“, რომელიც მრავალი წელი ელოდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას.


აკადემიური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და გაიხსნა ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი, ქუთაისის კაპელას მიენიჭა იოსებ კეჭამაძის სახელი, გაიხსნა გიზო კაკაურიძის სახელობის ვარსკვლავი.


გამოვეცით რეზო გაბრიაძის " ჩემი პატარა ქალაქი" და ახალი წიგნი "ქუთაისი", - წერს იოსებ ხახალეიშვილი.


ივლისი 30 2024

ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან, დააწესებენ სანქციებს, გააგზავნიან შეიარაღებას უკრაინაში და ა.შ, ყველაფერს იმას, რასაც ისინი ჩვენ გვსაყვედურობენ, რა თქმა უნდა გააკეთებენ და მეორე დღესვე საქართველო აღმოჩნდება ჩართული ომში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


ივლისი 30 2024

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.


ივლისი 30 2024

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, 24 წლის ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.


ივლისი 30 2024

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს მის ლეგიტიმაციას - რომ ჰქონდეს პოლიტიკური კეთილსინდისიერება, თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ამ სასამართლოს აქვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს.


ივლისი 30 2024

მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! ჩემთვის ჩემი საქართველოა მნიშვნელოვანი! - თქვენ ახლა მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, „შედეგებიც ხომ მნიშვნელოვანია, 24 საათში რომ დასრულდება ომი, შედეგებზეც ხომ უნდა იფიქროთ თქვენც მათ შორის?“


ივლისი 30 2024

პარტნიორებთან ეს აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ [9 ნაბიჯი] შესრულებულია? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.


ივლისი 29 2024

შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული.


გვერდი 120 სულ 1328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.