"მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა თავად ევროპარლამენტიდან წამოვიდა, მათი შეთავაზება იქნება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა დათანხმებოდა"- ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის საქართველოში მოწვევას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ამდენი წელი რატომ იყო თაროზე შემოდებული საქმე? ეს აჩენს კითხვებს, თორემ უგულავაზე არავინ ამბობს ანგელოზიაო” - მუხაშავრია..
ბალკანეთი ყოველთვის წარმოადგენდა რუსეთის განსაკუთრებული ინტერესის საგანს.
ბრიტანული გაზეთი «Daily Mail» დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ჟურნალისტ ტედ ტორნჰილის სტატიას სათაურით „სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“. პუბლიკაცია კურორტ წყალტუბოს ეხება.
რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ წამყვანმა თინა კანდელაკმა ეთერში მიიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა.
“არა მგონია, რომ ეს სიტუაცია ვინმეს აწყობდეს, რადგან უკვე ქაოსია. ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ოპოზიციაშიც ემოციური განწყობაა. ასეთ დროს, როცა გონების ხმა ჩახშულია და მოქმედებს ემოციები, იწყება უმართავი პროცესები ქუჩაში. ხელისუფლება ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში. არ ვტირი უგულავას და ნამდვილად არ ვამბობ, რომ უდანაშაულოა, მაგრამ როცა მოლაპარაკება ფინიშზეა და შენ აპატიმრებ მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, რა თქმა უნდა ეს მოლაპარაკების ჩაშლად აღიქმება”, - აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში” - კახა კუკავა.
“სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ის იყო მესამე ძალა. რა თქმა უნდა, ის ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი, მაგრამ ფორმალურად და ოფიციალურად ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ვფიქრობ, რომ მან ამ კუთხით მხარეებს შორის მოლაპარაკებაში შუამავლობა შესთავაზა. შესაძლოა მისი შუამავლობაც იმით იყოს გამოხატული, რომ მხარეები შეთანხმდნენ თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა რა თამაშის წესების ფორმატში მოხდება. ფაქტია, რომ მხარეებმა რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. რაც შეეხება სართაშორისო მეგობრებს, მოუწოდებენ და ცდილობენ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ ის რეციდივები, რაც ჩვენ 90 იან წლებში გვქონდა. ფაქტიურად ახლა საზოგადოებაში დიდი პოლარიზაციაა, არჩევნები როგორ ჩატარდება ის პრინციპიც არაა შემუშავებული და როდესაც ეს მდგომარეობაა, ამ დროს მათი ჩართულობა საჭიროა”, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ამაზე ამერიკაში უვადო სასჯელია” - მაისაია უგულავას საქმეზე.
"გარკვეული ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ, თუმცა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეჭვს გამოთქვამს, საბოლოოდ ოპოზიციურმა სპექტრმა ამ შეთანხმებას მიაღწიოს. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსენსუსი აუცილებელია, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება, რაც მისასალმებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გააქტიურებამ შეიძლება არსებული კონიუნქტურა შეცვალოს” - გია ხუხაშვილი.
“გიგი უგულავას დაჭერის შედეგ ახლა ოპოზიციაში იმაზე ფიქრობენ, ვინ იქნება შემდეგი. ივანიშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ციხის მოხდა კიდევ ბევრს მოუწევს და მიუხედავად ამისა, მაინც თავგანწირულად მიდიან. გიგი უგულავას შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ „ლელოს“ დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაკავებაც ვიხილოთ. მათ ბრალად ჯგუფურად 17 მილიონი დოლარის უკანონო ლეგალიზაცია ედებათ. პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს გამოძიება დაიწყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დაჭერების სერია გაგრძელდება - ვინ არის შემდეგი ივანიშვილის სიაში
"ვფიქრობ, რომ ოპოზიცია დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას და დიალოგი განახლდება, რადგან წარმოუდგენელია პროცესი ჩიხში შევიდეს. თუმცა ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს ერთიან პოზიციაზე, რადგან მათ განცხადებებში უკვე შეინიშნება სხვადასხვა ვარიაციები"- ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარკებას წყვეტს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, მათ განცხადებებში უკვე შეინიშნება სხვადასხვა ვარიაციები" - ავთანდილ დემეტრაშვილი
„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექაუნთები შეაჩერა, რომელიც უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყალბი ნარატივების გავრცელებას ისახავდა მიზნად.