„წვიმის დროს აქ საშინელი ნიაღვრებიაო, გვითხრეს… ეს რთული მოსაგავრებელია? ამ ადამიანებს ელემენტარული პრობლემების აღმოფხვრა სჭირდებათ“ – გიორგი შერვაშიძე
„ამ ადამიანებს ელემენტარული პრობლემების მოგვარება და ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდებათ“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ ნაძალადევის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე გამოსულ ხალხს ახალი სახეების ხილვისას და მათი მოსმენისას იმედი მიეცათ და ბრძოლის სურვილი გაუჩნდათ, რადგან ამდენი ტყუილი დაპირებით უკვე ყველა გადაიღალა.
„ჩვენთან უიმედოდ გამოსული ხალხი იმედიანად წავიდა და ამან ძალიან გამახარა. ყველას თვალებში იკითხებოდა გულგატეხილობა, უნდობლობა, პრობლემები.. წარმოიდგინეთ, რას უსვამენ ხაზს – ამბობენ, რომ გზებია პრობლემა, რომ წვიმის დროს ნიაღვრები ჩამოდის და ა.შ…. ეს ხომ ელემენტარულად მოსაგვარებელია?! დაიღალნენ ეს ადამიანები ერთ წრეზე 30 წლის განმავლობაში ტრიალით, მაგრამ ახლა ახალი სახეები, ახალი სისხლი რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ შესაძლოა, საქართველოსაც ეშველოს რაღაც. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა კი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის“, – აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.
(NS)
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
