„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებების თანახმად, თბილისის რამდენიმე მისამართზე მოქალაქეებთან მივიდნენ პირები, რომლებიც კომპანიის ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს.
„მოქალაქეების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მათგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენასა და პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვდნენ.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები კომპანიის მიერ არ ხორციელდება და აბონენტებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების მოთხოვნა მსგავსი ფორმით არ ხდება, ხოლო ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადასცენ პირადი მონაცემები უცნობ პირებს და სავარაუდო თაღლითური ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ როგორც კომპანიას, ისე სამართალდამცავ ორგანოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- იმერეთში კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა
- ,,დღეს ოპოზიციაში ყოფნა ყველა რისკს ნიშნავს, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ გადავუხვევთ ხაზს"- ბადრი ჯაფარიძე
- გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვებას არ აპირებს
- ,, დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან იმიტომ, რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით"- ირაკლი ზარქუა
- ,,ვიზალიბერალიზაციის თემა საერთოდ აზრს კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა"- გიორგი ვოლსკი
