"ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

 

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ტელეკომპანიამ, რომელიც აღნიშნული კადრები გაავრცელა, იცოდა, რომ ძალადობის ფაქტებში ჩართული პოლიციელები დაკავებულები იყვნენ და „მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევას ემსახურებოდა“.

„ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ განცხადებაში, არის პასუხისგებაში მიცემული. აქ არის მეორე სამწუხარო თემა, რომ კონკრეტულმა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით იცოდა, შესაბამის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ მოხდა ამ ყველაფრის გავრცელება. მიზეზს, მგონი, ყველა ვხვდებით რა არის, რომ ვნებათაღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ტელევიზიები მანიპულირებენ კონკრეტული საკითხებით, თუმცა რეალობას საზოგადოება ხედავს - იყო მძიმე, რასაც სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება. ამ ტელევიზიას მორალი ნამდვილად არ მოეთხოვება და ვფიქრობ, ამაზე არც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები ეს ადამიანები, რა არის მათი დღის წესრიგი და რით არიან დაკავებულები, ყოველდღიურად - სიცრუე, ტყუილი, შანტაჟი, ცილისწამება. თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, როგორც კი გენერალურმა ინსპექციამ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, მაშინვე მოხდა რეაგირება და კონკრეტული დამნაშავეები იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 186 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.