აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის სარაკეტო თავდასხმას განჯაში 7 პირი ემსხვერპლა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთი განზრახ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, 1949 წლის ჟენევის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებს, აგრეთვე 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და განაგრძობს აზერბაიჯანული დასახლების დაბომბვას.
რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 7 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ამ დროისათვის, ნანგრევებიდან დაშავებულთა ამოყვანა მიმდინარეობს.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 გარდაცვლილის შესახებ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
