ხელყუმბარით შეირაღებული მძარცველი "რიკო კრედიტს" დაესხა თავს
„რიკო კრედიტის“ ვარკეთილის ფილიალზე გამთენიისას თავდასხმა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის დირექტორი ლაშა ნიკოლაიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ხელყუმბარით შეიარაღებული მძარცველმა ფილიალის სალაროში შეღწევა მოახერხა, თუმცა, ორმა თანამშრომელმა ის განაიარაღა.
„დილის 6:00 საათზე შემოიჭრა მძარცველი. იარაღით დაემუქრა კოორდინატორს, რომელიც ფოიეში იმყოფებოდა და მასთან ერთად შევიდა სალარო განყოფილებაში.
თანამშრომლების მხრიდან დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. მათ არ გამოიყენეს საგანგაშო ღილაკი და არ გამოუძახეს პოლიციას, სანამ თავად არ შევიდნენ მძარცველთან ფიზიკურ კონფლიქტში და სანამ არ განაიარაღეს ისი.
თანამშრომლების მიერ განიარაღებული მძარცველი პოლიციამ დააკავა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
