საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.
მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
"პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებს, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტია აღბეჭდილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას იძულებით ნაბიჯად აფასებს.
"კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა კრიტიკულ ნიშნულზე ავიდა - დღეში ქვეყანა თითქმის 80-მდე ადამიანს კარგავს, პირველიდან 10 ნოემბრის მონაცემებით ლეტალობის საერთო რიცხვი 617-ია.
"პოლიტიკური კრიზისი დღითიდღე მწვავდება, არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებმა ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა, რაც ცალსახად ცხადყოფს, რომ სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, ამის ფონზე „მიშელის ფორმატის" მსგავსი ინიციატივა დასავლეთის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს.
ვიდეო გალერეა
ჩვენს შესახებ
მოკლე ინფო
ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.
