2014 წელს, როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო, მე კი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში, პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში - არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა ღარიბაშვილი, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეხვდნენ ღარიბაშვილი და ზელენსკი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში.
დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, მორჩილი ილარიონ გრიგალაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში რუის-ურბნისის ეპარქიიდან განდევნილ როინ მუმლაძეზე ძალადობს, რამდენიმე თვით ადრე შეხვდა და განუცხადა, რომ მუმლაძე თავისივე მონასტერში მიიყვანა, რის შემდეგაც ვიდეო გადაუღო, წვერი გაპარსა და სასულიერო სამოსი გახადა.
კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ ერთ შეცდომას ვეღარ გაუძლებს.
საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების მერე თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას, ემალება საკუთარ წევრებსაც კი,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კობახიძე ეცოდება.
მოსკოვში მდებარე სამსართულიან სახლში ეს ბინა თავის დროზე სტალინის საკუთრება იყო.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
უინტერესო გახდა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან დაკავშირებით - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი „უინტერესო გახდა“.
ომებზე მილიონების დახარჯვის ნაცვლად, იზრუნე შენს ხალხზე, - „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა კითხვაზე, რას ეტყოდა ვლადიმერ პუტინს შეხვედრისას.
