''მივმართავ გახარიას, მონაწილეობა მიიღოს სიმართლის დადგენის პროცესში'' - რომან გოცირიძე
პარლამენტიდან ბადრი ჯაფარიძე სწორედ იმიტომ გააგდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სიმართლე არ დადგენილიყო. ახლა გვეუბნებიან, რატომ არ ქმნით, დროებით საგამოძიებო კომისიასო.
კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა არის საჭირო, 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ ჭეშმარიტების დადგენას უნდა შეუწყოს ხელი.
„გიორგი გახარიას პარტიას თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს, რა სჭირს, რომ სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი? – ხომ არ მივმართავთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას მოაწერონ ხელი? მათ ვეუბნებით, მონაწილეობა სიმართლის დადგენის პროცესში მიიღონ. 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია და ფორმალურად გვეუბნებიან, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ. კეთილი ინებონ და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყონ ხელი, გიორგი გახარიას წაადგება, ცოდვების ჩამოსარეცხადაც. რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, მათ შორის პარლამენტიც. აქაც ვიბრძოლებთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმენლად, რათა კიდევ ერთხელ იყოს მხილებული ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად – აქციები, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, რათა მივაღწიოთ ერთ პატარა მიზანს – მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ, რადგან აქ მისი მკურნალობის შანსი არ არსებობს, რადგან ეს ხელისუფლებას არ სურს“, – განაცხადა გოცირიძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
