1-ლი ნოემბრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს აზიარებს და წერს, რომ საქართველოში მალე მსგავსი ვითარება იქნება.
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
წალენჯიხის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ხარჩილავა, რომელმაც წინასწარი მონაცემებით ხმების 51.1% მოიპოვა, ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.
დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით, – წერს სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე შეკრებილებს მიმართა.
ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს.
დღეს არის არჩევნების დღე, მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა, ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება მშვიდობიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არჩევნების პროცესში დამკვირვებლებმა ე.წ. "კარუსელის მცდელობა" და ფულის გადაცემის ფაქტები დააფიქსირეს.
