საქართველოში 22 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა.
უკრაინის დედაქალაქ კიევის გარეუბანში, ტროიეშჩინაში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
მე ვარ ვლადიმერ კლიჩკო და მივმართავ მსოფლიოს, შეაჩეროს ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, - ამის შესახებ ვიდეო მიმართვას მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო "ტვიტერში" ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა უკრაინას თავს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.
რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობასთან ერთად საწვავის მარაგს უგზავნის, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ, - აღნიშნულია ელისეს სასახლის განცხადებაში, რომელიც ეროვნული თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიმამაცეზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან გამოავლინა შესანიშნავი ლიდერობა და სიმამაცე.
მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, როდესაც მის კომენტართან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.
