December 22, 2025

აპრილი 07 2022

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.


აპრილი 07 2022

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“.


აპრილი 07 2022

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, გვაქვს ახლო მეგობრობა. ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.


აპრილი 07 2022

„პატრიოტთა ალიანსის" ჩასვლა მოსკოვში არის ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და "პატრიოტთა ალიანსს" ბევრი კონკურენტი ჰყავს, ამ ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


აპრილი 06 2022

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ დამხმარე ღონისძიებების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ (PEM CONSULT), საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად, საპროექტო რეგიონების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს და პროექტის დაინტერესებულ მხარეებს, საკონსულტაციო მომსახურების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.


აპრილი 06 2022

საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს.


აპრილი 06 2022

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია. მოხარული ვარ, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას ამ ორგანიზაციებში.


აპრილი 06 2022

უკრაინული მხარის ბრალდებები სერიოზულია, პროპაგანდისტული "ეს რა გვაკადრეს" და თმების გაშლა არის არაადეკვატური - გეჭიროს ხელში გვირილა და მჯერა-არმჯერას ჟანრში საუბრობდე ამაზე, ეს არის არასახელმწიფოებრივი,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოზიციას გამოეხმაურა.


აპრილი 06 2022

''დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! - ჩვენ, კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ,'' - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა  მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


აპრილი 06 2022

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.


გვერდი 577 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.