December 22, 2025

აპრილი 14 2022

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ინიციატივა „არ აგარევინებთ!“ დააანონსა.


აპრილი 14 2022

ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტურიჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინიფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლინიფედიპინიამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინიგლიბენქლამიდიმეტფორმინიმეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი.

აღნიშნული გამონაკლისი მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც პირველი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა.

გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ აქ.


აპრილი 14 2022

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ბათუმისა და 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ფოთის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.


აპრილი 14 2022

არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით არც პარლამენტში უნდა ისხდნენ, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, არ ჰყავდეთ წარმომადგენელი დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება უკრაინაში.


აპრილი 14 2022

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა თავდაცვით და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე საწვავსა და პირველადი დახმარების პაკეტებს მოხმარდება.


აპრილი 14 2022

როდესაც გლობალური საზოგადოება რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგას,​ ჩვენ ვიხსენებთ ქართველი ხალხის გმირულ საქციელს საკუთარი ენის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ვაგრძელებთ ქართველ​ი ხალხის გვერდით დგომას რუსეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და თქვენი მომავლისა და პარტნიორების თავისუფლად არჩევის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაში, რომელსაც დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ავრცელებს.


აპრილი 14 2022

''ჩვენ უკრაინაში „ოცნებასთან“ ერთად არ მივდივართ, მივდივართ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სახელით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან ერთად.


აპრილი 14 2022

ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში - „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო - „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ ისინი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრებიან.


აპრილი 14 2022

მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ 2016 წელს დააარსა ქართველი ლექსიკოგრაფების ჯგუფმა.


აპრილი 14 2022

ის მაღაზიაში საქველმოქმედო კამპანია დაიწყო, რათა ყურადღება მიეპყრო აუტიზმის მქონე ადამიანებზე და ხელი შეეწყო მათ ადაპტაციას საზოგადოებაში.


გვერდი 572 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.