December 22, 2025

აპრილი 13 2022

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ უკრაინაში მიმდინარე ომს დღეს „ტერორიზმი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინეს ბრძანების გამცემ პირებთან ერთად უნდა დაისაჯონ.


აპრილი 13 2022

პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული სასამართლო ხელისუფლება და მას პირდაპირ უწოდებენ კლანს, რომელიც დგას კორუფციასა და მთავრობის მორჩილებაზე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეიბუქზე“ წერს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.


აპრილი 13 2022

ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საკუთარ "ტვიტერ" გვერდზე დაწერა.


აპრილი 13 2022

მეტი იარაღის გარეშე ომი გადაიქცევა უსასრულო სისხლის აბაზანად, რომელიც ავრცელებს უბედურებას, ტანჯვასა და განადგურებას , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


აპრილი 13 2022

საქართველოდან თევზის ექსპორტი რეკორდულად იზრდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 თვეში (იანვარ-თებერვალი) ქვეყნიდან 120.8 ტონა (118.4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 16.6 ტონა (110.7 ათასი აშშ დოლარი).



აპრილი 13 2022

ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას.


აპრილი 13 2022

მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზადყოფნა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.


აპრილი 13 2022

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილიდან „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთისა და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ.

რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე.

ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.

სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.


აპრილი 12 2022

საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საპარალმენტო დელეგაციის ვიზიტი მიმდინარე კვირაში, პარასკევს ან შაბათს შედგება და თუ ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი "დღეს-ხვალ რეჟიმში" გადაწყდება.


გვერდი 573 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.