მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
გამთენიისას რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
შესაბამის ინფორმაციას ოდესის საქალაქო საბჭო ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობებით, დაშავებულია ორი ადამიანი.
საოკუპაციო ძალებმა დარტყმა ფრთოსანი რაკეტით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან განახორციელეს. რუსეთმა სარაკეტო იერიში სასოფლო სამეურნეო საწარმოზე მიიტანა, დაიბომბა საწყობები. სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მანამდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოდესის ოლქში ზღვის თავზე ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, კიდევ სამი რაკეტა კი – მიკოლაევის ოლქში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
